კახეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 48 საათში დასრულდება. ამ
დროისათვის რეგიონში, მთლიანად აღდგენილია მწყობრიდან გამოსული დაბალი წნევის
გაზსადენები. მოსახლეობის ნაწილს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. აღდგენილია
წყალომარაგების სისტემაც.
რეგიონში კი, ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
დილიდან
ადგილზე იმყოფებიან სამთავრობო შტაბის წევრები, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
დაზიანებული
ინფრასტრუქტურის
აღდგენაში
ასევე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული სოლიდარობის ჯგუფები მონაწილეობენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
გრძელდება
მოსახლეობისთვის
სურსათის,
დიზელის საწვავისა და შხამ-ქიმიკატების დარიგება. უკვე მეექვსე დღეა სტიქიის ზონაში რჩებიან შეიარაღებული ძალების რეზერვისტები და საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მომსახურეები.
Internet.ge