შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ
ჭიაბერაშვილი კახეთში იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეების პრობლემებს
ადგილზე გაეცნო. მინისტრი სოფელ ვაზისუბნის, კალაურისა და ვაჩნაძიანის დაზარალებულ
მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
დამანგრეველი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში
48 საათში დასრულდება. თელავის მოსახლეობის ნახევარს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა,
აგრეთვე, აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა და დაბალი წნევის გაზსადენები. სალიკვიდაციო
სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტთა ჯგუფი მონაწილეობს.
"დაზარალებული მოსახლეობის 60%-ს უკვე დაურიგდა სასურსათო
პაკეტები და შხამ-ქიმიკატები. ჩვენმა გლეხობამ დაზიანებული ვენახებისა
და ხეხილის შეწამვლა მოახერახა. შემდგომი ეტაპისათვის, ჩვენი ამოცანაა კომპენსაციების
გაცემა იმისათვის, რომ კახეთის გლეხობამ იმედიანად იგრძნოს თავი,“ - განაცხადა ზურაბ
ჭიაბერაშვილმა.
Internet.ge