საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად,
რესპონდენტთა 94% ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას ენდობა.
ეკლესიის კვალდაკვალ, მოსახლეობის 89%-იანი ნდობით ქართული
არმია სარგებლობს. პოლიციის ნდობის მაჩვენებელი 88%-ია. პრეზიდენტის ადმინისტრაციას
ენდობა გამოკითხულთა 69%.
IRI-ის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს ნდობას რესპონდენტთა 66% უცხადებს, პარლამენტს
კი - 65%.
Internet.ge