საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ოზურგეთს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა
მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთები და ჩაის საწარმო დაათვალიერა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, აუცილებელია ოზურგეთის, ახალგაზრდობამ
ტექნიკუმებში სწავლა დაიწყოს, რასაც შემდგომ დასაქმება მოჰყვება.
„ვიწყებთ დიდ პროექტებს და გვჭირდება კადრები. როგორც ჩანს
დამსაქმებელსა და დასასაქმებლებს შორის კავშირია დაკარგული, ამ კუთხით ბევრი
სამუშაოა ჩასატარებელი. ასევე, სოფლად აუცილებელია
დაინერგოს ახალი ჯიშები, რომელიც მეტად მოსავლიანი იქნება და უკეთესადაც
გაიყიდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
Internet.ge