სამსახურიდან დათხოვნის გამო განაწყენებულმა მზარეულმა
შური შემთხვევით გამვლელებზე იძია. მან ორი ადამიანი დაჭრა და გაქცევა სცადა, თუმცა
პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა.
ევგენი ეგოროვი კრუიზიდან ერთი კვირის წინ დაითხოვეს.
მანამდე იგი სხვა გემზე მუშაობდა, რომლიდანაც სამარცხვინოდ გამოაგდეს. ახალგაზრდა მზარეულმა
გადაწყვიტა, ყველაზე ერთდროულად ეძია შური და ქუჩაში ხორცსაჭრელი დანით გამოვიდა.
ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, რომ დამნაშავე დანითა
და ბოთლით ხელში დასეირნობდა სანაპიროსთან. დაცვასა და პოლიციას მისთვის ყურადღება
არ მიუქცევია, სანამ მზარეული გამვლელს არ წაეკამათა და დაჭრა. მხოლოდ ამის შემდეგ
ჩაერთვნენ საქმეში დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები. ერთ-ერთი პოლიციელი ეგოროვმა
დანით დაჭრა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ხელჯოხებსა და იარაღს მიმართეს. მზარეულმა თავი გემს შეაფარა,
სადაც იგი დააკავეს კიდეც.
ეგოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე
აღიძრა. მას ფსიქიკურ მდგრადობაზეც შეამოწმებენ.
Internet.ge