აფახაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტში კარანტინია გამოცხადებული. სწავლის პროცესი, როგორც ამბობენ ორშაბათამდე იქნება შეწყვეტილი, ამის მიზეზი კი ტუბერკულოზია, რომლითაც, უნივრესიტეტში 11 ადამიანი აღმოჩნდა დაავადებული.
რექტორატი ამ მონაცემს უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ ორ სტუდენტზე აქვთ ეჭვი, თუმცაღა შენობის დეზინფექცია მაინც გადაწყვიტეს.
როგორც რექტორმა ალეკო გვარამიამ „ეხო კავკაზა“-სთან საუბარში განაცხადა, „ეკომონიკის ფაკულტეტის ორ სტუდენტზე გაჩნდა ეჭვი, რომ მათ ტუბერკულოზი ჰქონდათ, თუმცა ეს ეჭვი არ გამართლდა“.
მიუხედავად ამისა, გვარამიას თქმით, ჩატარდება დეზინფექცია, სტუდენტების მასობრივი დისპანსერიზაცია, მოგვიანებით კი საერთაშორისო ორგანზიაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ სპეციალური ლექციების კურსსაც ჩაატარებენ. ამ ზომებს კი მხოლოდდამხოლოდ იმიტომ იღებენ, რომ სტუდენტები პანიკაში არიან.
მაისის დასაწყისითვის უნივერსიტეტის 1580 სტუდენტი კოხის ჩხირებზე
შემოწმებას გაივლის.
internet.ge