GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯანდაცვის მინისტრმა თიანეთში ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები დაარიგა
13:13 25.07.2012
დღის სიახლეები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თიანეთში მცხოვრებ ბუჭყურაშვილების ოჯახს ესტუმრა და ტყუპ ძმებს - 5 წლის საბასა და ბექას, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები პირადად გადასცა. პოლისები პენსიასთან ერთად მიიღეს ბავშვების ბებია-ბაბუამაც. ოჯახის ოთხივე წევრი მათ გამოყენებას  1 სექტემბრიდან შეძლებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოჯახის წევრებს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებებისა და სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ოჯახის წევრებთან საუბრისას მინისტრმა ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობასა და დაზღვეულთა წრის გაფართოების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგება 15 ივლისიდან დაიწყო. 0-დან 5 წლის ბავშვების და საპენსიო ასაკის მოსახლეობის გარდა, 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევას სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებიც მიიღებენ. ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დღეს 8 პატიმარი გათავისუფლდება1
ამერიკული სუპერშტორმი კანადისკენ მიიწევს2
საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებულ საკითხებს აუდიტორები შეისწავლიან3
ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტის თარიღი კვლავ უცნობია4
ყველაზე ძვირადღირებულ ყავას სპილოს ფეკალიებისგან იღებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X