მძლეოსნობის ფედერაციამ და „ჰაიდელბერგცემენტმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
დღეს, სასტუმრო
„ჰოლიდეი ინ თბილისში" კომპანია „ჰაიდელბერგცემენტმა“ და საქართველოს
მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტს ხელს ჰაიდელბერგცემენტის გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა აკაკი
ჩხაიძემ და საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმის მთავარ ამოცანას საქართველოში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა წარმოადგენს.
მისი მიზანია სპორტული ღონისძიებების, კერძოდ, მარათონების, ნახევარმარათონებისა
და გარბენების დამკვიდრება და საზოგადოების მასობრივი ჩართულობა ასეთ აქტივობებში.
მემორანდუმის ფარგლებში,
„ჰაიდელბერგცემენტი“ და საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია თანხმდებიან,
რომ ერთობლივი ძალისხმევით დაგეგმავენ ღონისძიებებს ზემოაღნიშნული მიზნების
განსახორციელებლად. მათი ვარაუდით, ეს ხელს შეუწყობს როგორც მძლეოსნობის, ასევე,
ზოგადად, საქართველოში სპორტის განვითარებას.
Internet.ge