GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრობაციის ოფიცერთა ტრენინგი მიმდინარეობს
16:28 25.07.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში,  პრობაციის ოფიცერთა ტრენინგი თემაზე   „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა“ მიმდინარეობს.

ტრენინგი თეორიულ კურსს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს.

ტრენინგის  მონაწილეები თეორიული ნაწილის მიმოხილვისას გაეცნობიან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის  არსს და მისი გამოყენების პრაქტიკას საქართველოში, საერთაშორისო  პრაქტიკას, მისჯილ პირთა უფლებებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის საფუძვლებს ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონული მონიტორინგის სისტემას. ასევე,  პასუხისმგებლობას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებლობისათვის და სანქციებს საქმისწარმოების დასრულებისას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების თავისებურებებს არასრულწლოვნებთან მიმართებაში, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების ეროვნულ მექანიზმებსა და საკანონმდებლო  ცვლილებებს "არასაპატიმრო  სასჯელთ აღსრულებისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონში.

სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეები ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში განიხილავენ ქეისებს საქართველოს და საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებზე.  პრაქტიკული მეცადინეობების დროს კი   იმუშავებენ სპეციალური ფორმებისა და ჟურნალების შევსებაზე.

აღნიშნული პროგრამით მომზადებას პრობაციის ოფიცერთა ორი ჯგუფი გაივლის.

სასწავლო ცენტრთან ერთად პროექტის პარტნიორები არიან ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI) და ღია საზოგადოების ინსტიტუტი. პროექტი ევროკავშირის  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი ბეშუმში, "შუამთობის" დღესასწაულზე იმყოფება1
info9.com.ge "ქართული ოცნების" წევრების ფარული შეხვედრის ფოტოებს ავრცელებს2
კოლორადოს სისხლისღვრა ჯეიმს ჰოლმსს 15 ათასი დოლარი დაუჯდა3
თინათინ ბურჯალიანი სტუდენტებს შეხვდება4
ლიანა ისაკაძე ფესტივალ "ღამის სერენადებში" მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X