თელავში, სტიქიისგან განადგურებლი ტყე-პარკის აღდგენა იწყება.
სამუშაოებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ახორციელებს.
ტყე-პარკი რომელიც 80 წლის წინ გააშენეს, სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის
განცხადებით, ზარალი საკმაოდ დიდია, რადგან ტყე-პარკი ფაქტიურად განადგურებულია.
„შემოვიტანთ ათიათასზე მეტ ნერგს და დაიწყება პარკის აღდგენა“,- განაცხადა
მინისტრმა.
სტიქიისგან
წაქცეული ხეებისგან ტყე-პარკს უკვე რამდენიმე დღეა ასუფთავებენ. გასუფთავების შემდგომ ზარალის სრული აღრიცხვა მოხდება და დაიწყება ტყე-პარკის განაშენიანება.
უნიკალური ჯიშის ხეებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სანერგე მეურნეობიდან გამოყოფს. ხეების დარგვა გვიან შემოდგომაზე დაიწყება.
internet.ge