საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ვაზისუბნის დასახლებაში მცხოვრებ სუხიშვილების ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
პრემიერი
ოჯახში, დასაქმების სახელმწიფო მინისტრ პაატა ტრაპაიძესთან და დასაქმების აგენტთან ერთად მივიდა.
ვანო
მერაბიშვილის განცხადებით, ყველაზე მეტად ვისაც უჭირს სამსახურის შოვნა, მთავარი
აქცენტები სწორედ მათზე გაკეთდება.
„ჩვენ თავდაპირველად
უნდა გავიგოთ, რომელი პროფესიის ადამიანები ვერ შოულობენ სამსახურს, რა ასაკის და
რა პროფესიებზეა ყველაზე მეტად მოთხოვნა. ყველაზე მეტად ვისაც უჭირს სამსახურის
შოვნა, პირველ რიგში იმათ უნდა დავეხმაროთ. აუცილებელია დავიწყოთ მსურველების
გადამზადება, რის შემდეგაც ისინი დასაქმდებიან“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
პრემიერის
თქმით, ყველა ადამიანს ექნება პირადი ელექტრონული მისამართი, სადაც როგორც კი
ვაკანასია გამოჩნდება, მათ შეტყობინება მიუვათ.
Internet.ge