პარლამენტის წინ დღეს, ტელეკომპანია
„მაესტროს“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პლაკატებით იყვნენ
მისულები, რომელზეც გამოსახული იყო სატელიტური თეფშები წარწერით: იძებნება.
როგორც აქციაზე, გაზეთ „რეზონანსის“
მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, სოლიდარობის აქციები პერმანენტულად
გაიმართება.
„აქციები პერმანენტულად იქამდე
გაგრძელდება,
სანამ ტელეკომპანიას კუთვნილი ქონებას არ დაუბრუნებენ. კონკრეტულ გეგმებს კი,
„კავკასიის“, „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ საშუალებით გავაგრძელებთ“,- განაცხადა
ტუღუშმა.
Internet.ge