რამადანის პირველ დღეს
ეგვიპტეში მუშაობა დაიწყო ახალმა ტელერახმა ქალებისთვის.
ტელეკომპანია „მარიაში“
სულ ქალები მუშაობენ, მათი სტუმრებიც, ასევე ქალები არიან და ისინი ეკრანებზე
მხოლოდდამხოლოდ მუსულმანური ნიქაბებით ჩნდებიან.
ტელეარხზე მომზადებული
გადაცემების მთავარი თემა რელიგია და ოჯახური ცხოვრება იქნება, განკუთვნილი იმ
მუსულმანებისთვის, რომლებიც თანამედროვე ეგვიპტეში კვლავ კომფორტულად გრძნობენ
თავს, როცა სახედაფარულები დადიან და ამის მოთხოვნილებაც კი აქვთ.
internet.ge