სტიქიით
დაზარალებულ
მოსახლეობას, სოფელ
ვაჩნაძიანში
უცხოელი ტურისტები ეხმარებიან. დახმარების სურვილი მათ თავად გამოთქვეს.
პოლონელი
სტუმრები უკვე რამდენიმე დღეა გოგიაშვილების ეზოს სტიქიის ნარჩენებისაგან წმენდენ.
კახეთში
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კი, გრძელდება.
გზები უკვე თითქმის გაწმენდილია. გრძელდება სახლების გადახურვა, დაზიანებული ელექტროსადენების
აღდგენა.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული
სოლიდარობის ჯგუფები მონაწილეობენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
გრძელდება მოსახლეობისთვის სურსათის, დიზელის საწვავისა და
შხამ-ქიმიკატების დარიგება. სტიქიის ზონაში რჩებიან შეიარაღებული ძალების
რეზერვისტები და საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მომსახურეები.
Internet.ge