GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთის საპატრიარქოში მოცარტს ბრიტნი სპირსს ადარებენ
10:56 06.04.2012
დღის სიახლეები

რუსეთის საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასა და ეკლესიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა, მოცარტი მომღერალ ბრიტნის სპირსს შეადარა და განაცხადა, რომ უდიდესი ავსტრიელი გენიოსის ნაწარმოებების დიდი ნაწილი „პაპსაა“. ეს განცხადება სასულიერო პირმა მარატ გერმანის გალერეაში გამართულ „მრგვალი მაგიდის“ მსვლელობისას გააკეთა.

 

„მე არ მიყვარს მოცარტი, მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანწილად, ეს არის თავისი დროის ბრიტნი სპირსი. გარკვეულ გენიალურ გამობრწყინებებს თუ არ ჩავთვლით, ის წერდა ერთფეროვან „პაპსას“ - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა.

 

მისი თქმით, დღეს ადამიანებს აქვთ უფლება გააკეთონ დასკვნები, გამოთქვან აზრი, გასული საუკუნეების რომელი ხელოვნება მოსწონთ ან არ მოსწონთ. 

„ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ პეროვთან, ტოლსტოისთან, პუშკინთან, მოცარტთან, ბახთან, რომელმაც ასევე ბევრი ერთფეროვანი რამ დაწერა, თუმცაღა ისინი განსაკუთრებულად ითვლება…“ - განაცხადა ჩაპლინმა.

 

ეს დეკანოზის პირველი განცხადება არ არის, რომელიც საზოგადოების მსჯელობის საგანი ხდება ხოლმე. მაგალითად, თავის დროზე, ჩაპლინმა აღნიშნა, რომ  ეჭვი აქვს,  ვლადიმერ ნაბოკოვის „ლოლიტა“ და გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელი“ პედოფილიის პროპაგანდას ახდენს და ნაწარმოებების პედოფილიაზე შემოწმება მოითხოვა, - ისე, როგორც რუსეთში ხშირად ამოწმებენ ხოლმე ლიტერატურულ ნაწარმოებებს ექსტრემიზმზე.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
წითელ შუქზე მოტოციკლით მიმავალ ქალბატონს სატვირთო დაეჯახა (VIDEO)1
რუსეთის საპატრიარქოში მოცარტს ბრიტნი სპირსს ადარებენ2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X