სტიქიის შედეგად დაზარალებული სტუდენტები წელს სწავლის გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის განცხადებით წელს, კახეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტი შვილები სწავლის გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა
დღეს, კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
მისი თქმით, სტუდენტებს გადასახადები კი არ გადაუვადდებათ, არამედ მთლიანად მოეხსნებათ.
თელავში მიმდინარე სამუშაოები დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა
დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო
სამუშაოებს გაეცნო და ალაზნისველის გამზირზე მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც
დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.
ქვეყნის პირველი პირი თელავში თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის
სამუშოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების საქალაქო
სამსახურები აქტიურად არიან ჩართული.
Internet.ge