მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 27 ივლისისთვის
23:55 26.07.2012
|
დღის სიახლეები
|
გეომაგნიტური დღეა. ყურადღება მეტად გადაიტანეთ რელიგიურ-სულიერ ფასეულობებზე. ნუ ინერვიულებთ და გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით. საქმის დაწყების წინ კარგია ლოცვა. ხასიათში აკონტრლეთ: ეჭვიანობა, სარკაზმი, წყენა, შური, სიჯიუტე, აგრესია. დღეს შესაძლებელია ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. მაღალია ილუზიების, ცდუნებების ალბათობა. რთულდება სიმართლის გარჩევა ტყუილისგან. მერიდეთ ახალ საქმის დაწყებას, სამსახურში თანამშრომლების მიღებას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სოცუზრუნველყოფისა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, სესხის აღებას. მინერალებიდან სასიკეთოა: ოპალი, თოფაზი, ქრიზოპრაზი, იასპი და გიშერი. ფერებიდან დადებითია: წითელი, ყვითელი, მწვანე და შავი. სიზმრები გვამცნობს, თუ რა სფეროში გველის მნიშვნელოვანი ცვლილებები. კარგი დღეა ნუ იჭორავებთ და ნურავის ნურაფერს შეჰპირდებით. ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვისათვის, კომპეტენტურობის გამოსავლენად, ლექციების წასაკითხად, თვითშემეცნებისათვის, ავტორიტეტულ ადამიანებთან შესახვედრად, დაკარგული საგნების საძიებლად, ცხოველებისა და ანტიკვარული ნაწარმის შესაძენად, ნადირობისა და თევზაობისათვის, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურებისათვის, თმების შესაჭრელად (შემდგომ მალე გაიზრდება). მოერიდეთ აბორტის გაკეთებას. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა და ცხვირი. დღე დადებითია ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზებისათვის, უარყოფითია – ვერძისა და ტყუპებისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|