GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ოლიმპიადის ვებ-გვერდზე დაშვებული შეცდომა ნაწილობრივ გამოსწორდა
10:14 27.07.2012
დღის სიახლეები

ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა საქართველოს მოთხოვნა ნაწილობრივ გაითვალისწინეს. ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბესიკ კუდუხოვისა და დენის ცარგუშის დოსიეების კორექტირება მოხდა. ამჟამად მათი დაბადების ადგილად მხოლოდ სამხრეთ ოსეთი და გუდაუთაა მითითებული, ფრჩხილებში აღნიშნული რუსეთის ინიციალები კი ჩამოშორებულია. მიუხედავად ამისა, ეს ადგილები კვლავ არ არის მოხსენიებული, როგორც საქართველოს ტერიტორიები.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ორი დღის წინ ოფიციალურად მიმართა „ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტს საიტზე დაშვებული შეცდომის გამოსწორების მოთხოვნით. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის გუნდის მიერ წარდგენილი ფორმულარით, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის ტერიტორიად არის აღნიშნული. ქართული მხარე კი მოითხოვდა, „გამოსწორდეს ეს შეცდომა და ზემოაღნიშნულ სპორტსმენებს დაბადების ადგილად მიეთითოს საქართველო“.

ლონდონის ოლიმპიურმა კომიტეტმა მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა საქართველოს მოთხოვნა. მართალია, აღნიშნული ტერიტორიები რუსეთის საკუთრებად აღარ არის მოხსენიებული, თუმცა ოლიმპიადის ორგანიზატორებმა თავი შეიკავეს სამხრეთ ოსეთისა და გუდაუთის საქართველოს ტერიტორიად აღიარებისგან.

„ლონდონი 2012“ დღეს გაიხსნება და მასში სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სპეცდანიშნულების რაზმის 2 თანამშრომელი: სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი დაიღუპა1
საქართველოს მეორე ოლიმპიური მედალი - ლაშხის ვერცხლი2
ოლიმპიადის ვებ-გვერდზე დაშვებული შეცდომა ნაწილობრივ გამოსწორდა3
დავით ბაქრაძე ჭიათურას ეწვევა4
ტერორიზმის ბრალდებით ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X