კახეთში
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. რეგიონს ელექტროენერგია
უკვე თითქმის სრულად მიეწოდება.
სტიქიით
დაზარალებულ
კახეთის რეგიონს თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებიც ეხმარებიან. მათ დაზარალებული ოჯახებისთვის 7 ტონაზე მეტი კარტოფილი შეიძინეს.
დაზიანებული
ინფრასტრუქტურის
აღდგენაში
ასევე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული სოლიდარობის ჯგუფები მონაწილეობენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
გრძელდება
მოსახლეობისთვის
სურსათის,
დიზელის საწვავისა და შხამ-ქიმიკატების დარიგება. სტიქიის ზონაში რჩებიან შეიარაღებული ძალების რეზერვისტები და საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მომსახურეები.
Internet.ge