GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ადვოკატებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს
17:18 27.07.2012
დღის სიახლეები

კახი კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, დღეს, ადვოკატებმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, საჩივარს სააპელაციო სასამართლო დაუსწრებლად 48 საათში განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ კახი კალაძეს, საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაუყადაღეს. ივანიშვილის პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ანგარიშების დაყადაღების ოფიციალური მიზეზად, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია სახელდება.

დღესვე, აღნიშნულ საკითხზე, პროკურატურამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიღებული ინფორმაციის თანახმად კახა კალაძის  საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა  დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვა.

„ანგარიშიდან დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციად მიჩნეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გადინება. კერძოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაძის საბანკო ანგარიშიდან ეტაპობრივად განხორციელდა 1 600 000 ლარამდე თანხის  ნაღდი ფულის სახით გატანა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. ამასთან არ არსებობს ზემოთ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საერთაშორისო მისიების წამომდგენლები არჩევნებში მონაწილე მხარეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ1
ისრაელი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს ინარჩუნებს2
გარდაბნის ქვესადგურში უნიკალური პროექტი მიმდინარეობს3
„განრიდებისა და მედიაციის“ პროგრამის ბენეფიციარები „წიგნის კლუბის“ პროექტში ჩაერთვნენ4
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X