“ქრისტიან - დემოკრატების" ლიდერები დღეს, მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერის მოსახლეობას შეხვდნენ, წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათი პრობლემები
მოისმინეს.
ქდმ-ის
ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, სასოფლო გზები
და ინფრასტრუქტურა სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს.
„სამწუხარო რეალობა სახეზეა, სასოფლო გზები და ინფრასტრუქტურა სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ასევე, მცხოვრებლებს დასაქმების, განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით უამრავი პრობლემები აქვთ“,- განაცხადა თარგამაძემ.
ქდმ-ს
წევრები მესტიაში შეხვედრებს ხვალაც გააგრძელებენ.
Internet.ge