„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ყოფილი ბამბის ნართის ქარხნის საერთო საცხოვრებელში შესახლებულ დევნილებს კოალიციის პროგრამა გააცნო.
როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოში აცადებენ, დევნილებს უმძიმეს
მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება.
„აქ საკმაოდ დამსახურებული ადამიანები ცხოვრობენ უკიდურესად მძიმე პირობებში და ეს ხელისუფლებას არ აინტერესებს. მე დავპირდი ნაძალადევის მოსახლეობას, რომ პარლამენტში ჩემი სახით მათ ეყოლებათ ადამიანი, რომელიც მათი პრობლემების გადასაჭრელად იბრძოლებს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
internet.ge