8 აპრილს, იუსტიციის
სამინისტრო საქველმოქმედო აქციას გეგმავს. ბზობის დღესასაწაულთან დაკავშირებით, შარდენზე, ღია
ცის ქვეშ,
კონცერტი გაიმართება. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი, შემოსული თანხები კი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფონდს გადაერიცხება. მოსამზადებელი სამუშაოები სამინისტროში უკვე
დაიწყო - დღეს სასწავლო ცენტრს საჯარო სკოლის მოსწავლეები და შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ბავშვები ეწვივნენ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარებით, თბილისის 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი
ნივთები დაამზადეს და ყვავილების ქოთნები მოხატეს. იუსტიციის სამინისტროს შემდეგ
ისინი კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ სათბურს ესტუმრებიან და სასწავლო ცნეტრში დამზადებულ ქოთნებში ყვავილებს
გადარგავენ. ყვავილების შეძენა მსურველებს
8 აპრილს, შრადენზე გამართულ საქველმოქმედო აქციაზე შეეძლებათ.
ღონისძიებიდან შემოსული თანხებით იუსტიციის სამინისტრო
კოალიციას სათბურის უკეთ აღჭურვაში დაეხმარება, რაც შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირებს მეურნეობის გაფართოების საშუალებას მისცემს.
ფართომასშტაბიანი
საქველმოქმედო აქციები შარდენზე იუსტიციის სამინისტრომ გასულ წელსაც გამართა.
17
აპრილს, თეატრალიზებულ
სანახაობაში ცნობილი ქართველი მომღერლები, ილუზიონისტები, მოძრაობის
თეატრის მსახიობები; სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერის" კონკურსანტები,
ახალგაზრდა მხატვრები და პოეტები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები
მონაწილეობდნენ. 18 დეკემბერს კი აქციას „ენკი-ბენკი“
და თოჯინების თეატრი შეუერთდნენ. საქველმოქმედო კონცერტზე შეგროვებული თანხით
შეძენილი კომპიუტერები
თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადაეცა.
internet.ge