კახეთში მომხდარი სტიქისას დაზარალებული 4 ათას 60 სახლიდან, 2 700 ზე მეტი საცხოვრებელი უკვე
შეკეთდა. ამის შესახებ კახეთში სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო საგანგებო
შტაბის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა სპეციალურ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება.
სხდომაზე ბეჟაშვილმა მონიტორინგის შედეგები იმ მოხალისეებისგან
მოისმინა, რომლებიც გუშინდელი დღიდან დაზარალებული მოსახლეობის ზუსტ აღწერას
აწარმოებენ.
ცნობისთვის, 300 მოხალისე ახალგაზრდა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სპეციალური
კითხვარებით მიმართავენ.
მოხალისეები ასევე ამოწმებენ გადაიხურა თუ არა დაზიანებული
სახურავები და მიიღო თუ არა ყველა ოჯახმა სახელმწიფო დახმარებები.
დღის ბოლოს აღნიშნული ინფორმაცია საკორდინაციო შტაბს ეგზავნება.
Internet.ge