GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ამბროლაურში ახალი პროფესიული კოლეჯი და მასწავლებლის სახლი შენდება
12:40 30.07.2012
დღის სიახლეები

მომავალი წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება ამოქმედდება, სადაც პროფესიული კოლეჯი და მასწავლებლის სახლი განთავსდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ამბროლაურში ის ადგილი მოინახულა, სადაც  ახალი მშენებლობა დაიწყო.

ლითონის კონსტრუქციის, შემინულ, თანამედროვე შენობაში ფუნქციონირებას გააგრძელებს პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“, რომელიც აქამდე ძველ, ავარიულ  შენობაში იყო  განთავსებული. პროფესიები, რომელიც „ერქვანში“ ისწავლება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობაში ძალზე მოთხოვნადია. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კოლეჯისთვის ახალი შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული კოლეჯი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. მსურველები კოლეჯში ისეთი მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლება როგორიცაა - მძიმე ტექნიკის ოპერატორი, ტრაქტორის მემანქანე, მევენახე, მეღვინე, ვეტერინარი, მეფუტკრე, ბუჰღალტერი, იუველირი, მემინანქრე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი და სხვ.

ამავე შენობაში საქართველოს მასშტაბით მესამე მასწავლებლის სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის პედაგოგებს მოემსახურება. მასწავლებელთა ხელშეწყობა და პროფესიული განათლების განვითარებაზე ზრუნვა  სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
info9.com.ge "ქართული ოცნების" წევრების ფარული შეხვედრის ფოტოებს ავრცელებს1
კოლორადოს სისხლისღვრა ჯეიმს ჰოლმსს 15 ათასი დოლარი დაუჯდა2
თინათინ ბურჯალიანი სტუდენტებს შეხვდება3
ლიანა ისაკაძე ფესტივალ "ღამის სერენადებში" მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა4
მიხეილ სააკაშვილი ბეშუმში, "შუამთობის" დღესასწაულზე იმყოფება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X