საქართველოს პრეზიდენტი დღეს,
ბორჯომს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას, დამსვენებლებსა და
ტურისტებს შეხვდა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით,
ბორჯომში მომავალში მილიონი ტურისტი ჩამოვა და ყველაფერი უმაღლეს დონეზე
გაკეთდება.
ბორჯომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის
გაზაფხულზე დამთავრდება.
„ბორჯომის ამოქაჩვა დავიწყეთ და
აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. კომუნისტების დროს არ იყო ბორჯომში იმდენი
დასაქმებული რამდენიც ახლა იქნება, ხელფასები კი, უფრო მეტი დაენიშნებათ. ეს
ადგილი ნამდვილი სასწაულია, მალე რეკლამები გავა და მთელს მსოფლიოდან აქ ხალხი
ჩამოვა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge