საქართველოში ავტოავარიის
შემთხვევათა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ უცხური ტაბლოიდი „Financial“ წერს. მისივე მონაცემებით, 2008 წელს საქართველოში
ავტოკატასტროფების რაოდენობამ 6 015, ხოლო 2010 წელს 5 099 შეადგინა.
რაც შეეხება 2011 წელს,
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით,
გასულ წელს სულ 4 486 ავტოავარია დაფიქსირდა. აღნიშნული შემთხვევებიდან სულ
526 ადამიანი გარდაიცვალა და 6,638 დაშავდა.
ავტოავარიების ყველაზე
მაღალი რიცხვი ფიქსირდება თბილისში, მცხეთასა მთიანეთში. აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ
2 ,072 ავტოავარიაა რეგისტრირებული. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგაირად
გამოიყურება: აჭარა -542 (აღნიშნულ რეგიონში შემთხვევთა უმეტესობა ალკოკოლის
ზემოქმედებით იყო გამოწვეული); შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი - 532; იმერეთი,
რაჭა და გურია - 430; ქვემო ქართლი - 327; სამეგრელო-ზემო-სვანეთი
- 303 და კახეთი - 280.
ავტოავარიის შედეგად
დაღუპულთა საშუალო ასაკი 41-დან 60 წლამდე მერყეობს და უმეტესად მსხვერპლები
მამაკაცები არიან.
Internet.ge