კარგი დღეა მსხვილი გარიგებებისათვის და რთული ლოგიკური საკითხების გადასაწყვეტად, მოგზაურობისათვის, არაფორმალურ
სიტუაციაში
კონტაქტებისათვის.
თქვენი
წარმატება
დიდად იქნება
დამოკიდებული
შრომისუნარიანობაზე.
მზისა
და
პლანეტა
ურანის
ჰარმონიული
ურთიერთობა
გააძლიერებს
ინტუიციას,
ნებისყოფას,
ექსპერიმენტების
ჩატარების
სურვილს,
რეფორმატორულ
სურვილებსა
და
მოქმედებებს,
სამართლიანობას,
სხვათა
დახმარების
უნარს.
დღეს
ძველი
მოვლენათა
განმეორება
მიგვანიშნებს
იმაზე,
რომ ჩვენი განვითარება შეფერხდა.
მინერალებიდან სასიკეთოა: ონიქსი, ქრიზოპრაზი, მწვანე იასპი, მალაქიტი და აქატი. ფერებიდან დადებითია: მწვანე ყავისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი და ლურჯი. კონკრეტული სიზმარი ახდება უახლოეს დღეებში. საკვებ რაციონში მოერიდეთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტს; სამაგიეროდ სასიკეთოა მლაშე საკვები. მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს, ფინანსურ
ოპერაციებს, გავლენიან და ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობას, ვაჭრობას, გაცვლით
ოპერაციებს,
ქორწინებას,
ახალი
კავშირების
დამყარებას,
თმების
შეჭრას.
ჯანმრთელობის
მხრივ
სუსტდება
ძვლები,
მუხლები,
სახსრები,
კანი
და
ხერხემალი.
დღე დადებითია ქალწულის, ღრიანკალისა და თევზებისათვის, უარყოფითია – ვერძის, ტყუპების,
მშვილდოსანისა
და
მერწყულისათვის.
Internet.ge