თერმული დამწვრობით თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში, წლინახევრის
ბიჭი მოათავსეს. ბავშვმა ცხელი კერძის გადასხმის შედეგად სახისა და გულ-მკერდის
არეში დამწვრობა მიიღო.
ექიმების განცხადებით, ამ დროისათვის მისი მდგომარეობა მძიმეა. მას
სხეულის 15% აქვს დამწვარი.
ბავშვი ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს. ამჟამად ის რეანიმაციულ
განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს.
internet.ge