GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნოდარ ჯავახიშვილი ვლადიმერ უგულავას სასამართლოში უჩივის
10:39 31.07.2012
დღის სიახლეები

"ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი „ქართუს“ იძულებითი მმართველის მიერ 4  დეველოპერულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერებას სასამართლოში გაარკვევს.

ნოდარ ჯავახიშვილი ბანკის ყოფილი იძულებითი მმართველის, ვლადიმერ უგულავას  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას დღეს მიმართავს. ამის შესახებ მან „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას განაცხადა.

ჯავახიშვილი ირწმუნება, რომ ბანკის დროებითმა მმართველობამ 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებები კანონის დარღვევით გააფორმა.

„ფაქტია, რომ ბანკის დროებითმა მმართველობამ სესხები პროცედურული ნორმების დარღვევით გასცა, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ. დაირღვა "ბანკი ქართუს" სესხების გაცემის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები. რადგან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია ბანკი  ვალდებულია აღნიშნულ კომპანიაზე 50 მლნ დოლარის სესხი 31 ივლისამდე გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში  ლიკვიდობის კოეფიციენტი დაირღვევა, რის შემდეგაც  ჩემი ვარაუდით "ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევა“,- აცხადებს „ქართუს“ გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სს "ქართუ ჯგუფი"-ს აქციათა 100%-ის და სს "პროგრეს ბანკი"-ს აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე 12 ივლისს დააკმაყოფილა.

შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა დაინიშნა, რომელიც „ქართუ ბანკს“ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდამდე ხელმძღვანელობდა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯანო ანანიძე “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშებს1
თენგიზ კიტოვანი საქართველოში ბრუნდება2
მარსმავალმა წითელ პლანეტაზე უცნაური კაშკაშა ობიექტი დააფიქსირა3
საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილები გაცვალეს4
შენგელიას 14 ქულა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X