სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტო 2012 წლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის
მიხედვითაც ირკვევა, რომ წელსაც ყველაზე მეტ ახალშობილ გოგონას ნინო, ხოლო ბიჭს
გიორგი დაარქვეს.
სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოს
ინფორმაციით,
რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2012 სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების
პოპულარული
სახელებია: გიორგი - 1583, მას სიმრავლით
არ ჩამოუვარდება ნიკოლოზი - 1521; ასევე გავრცელებული სახელებია: ლუკა - 955, ანდრია - 839, საბა - 835,
დავითი - 801,
ალექსანდრე
-
773, მათე - 327, დიმიტრი
- 295, გაბრიელი - 275, ირაკლი
- 220, ილია - 210, ზურაბი - 206, დაჩი - 164, თეიმურაზი
- 136, ცოტნე - 136, ლევანი
- 131, ივანე - 130, ლაზარე - 126, თორნიკე - 116 და სხვ.
ახალშობილი
გოგონების
პოპულარული
სახელებია:
ნინო - 2523, მარიამი - 1669, ბარბარე - 979, ანასტასია
- 939, ანა - 910, ელენე - 872, ელიზავეტა - 588, ნია -
365, თამარი - 346, ნატალია
- 322, თეკლე
-
265, სალომე
-
255, ქეთევანი - 251, ლია -
200, ანამარია - 158, თათია - 131, სოფია - 127, ნანა - 125, ეკატერინე
- 104, თინათინი
-
103 და
სხვ.
რაც
შეეხება ყველა ასაკში, სხვადასხვა დროის პოპულარულ სახელებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად, საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელი გიორგია 193
828, მას მოსდევს: დავითი -
90 713, ნიკოლოზი
-
59 784, ზურაბი
-
49 403, ალექსანდრე - 45 488, ლევანი - 40 496, თეიმურაზი - 36 834, ირაკლი - 35 150, მიხეილი - 28 232, ლუკა - 27 692, თამაზი - 27
585, ავთანდილი - 24 317, მამია
- 23 455, ნოდარი
-
23 061, გურამი
-
23 044, ლაშა - 22 693, გოჩა - 22 063, ზაზა - 20 768, კახაბერი - 20 308 და სხვ.
ქალბატონებს
ყველაზე ხშირად არქმევენ ნინოს - 246
879, მას მოსდევს მარიამი - 100 982, თამარი - 97 531, ნანა - 69 653, ნათია - 66 947, ანა - 64
980, ლია - 55 059, ქეთევანი
- 50 272, მაია
-
45 952 და
სხვ. ელენე - 39616,
თინათინი - 36000,
ეკატერინე - 34182, სოფია - 31843, ნატალია - 31195,
ხათუნა - 25370, ირინე - 23716, ელიზავეტა - 23217, სალომე - 21444, რუსუდანი - 20530,
ქრისტინე - 9677 და სხვ.
სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტო ავრცელებს ასევე ინფორმციას უცნაური სახელების
შესახებ. სააგენტოს ინფრომაციით, ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელებია: მოქეიფე, თაგუნა, ფემისტოკლე, ფიზიკა, პელე, გარინჩა, კაცი, ქალი, ვებერთელა, მხედარი, კუსა, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანილა, მგელა, ცაცია, ხუმარა, სამძიმარა, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ნიუტონი, სევდაგულ, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო და სხვ.
internet.ge