GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შალვა თადუმაძე სააპელაციო სასამართლოს წერილს აპროტესტებს
13:40 31.07.2012
დღის სიახლეები

კახი კალაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელ ნიკოლოზ მარგველაშვილისგან კალაძის საჩივრის საპასუხო წერილთან დაკავშირებით განმარტებას მოითხოვს.

როგორც თადუმაძემ „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს ის დღის ბოლომდე მიმართავს.

კალაძის ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ მარგველაშვილის ქმედება უფლებამოსილების გადამეტებაა.

„კანცელარიის თანამშრომელს არ აქვს უფლებამოსილება  საჩივრები განიხილოს და რაიმე სახის გადაწყვეტილებები მიიღოს. ოქმს რომელის გუშინ მივიღე სწორედ აღნიშნული თანამშრომელი აწერს ხელს“,- აცხადებს თადუმაძე.

ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოდან მიღებული წერილის თანახმად, რადგან კახი კალაძე ბრალდებული არ არის, ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

თადუმაძის თქმით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო 48 საათში განეხილა, არ მიეღო საჩივარი, არ დაეკმაყოფილებინა და ძალაში დაეტოვებინა საქალაქოს გადაწყვეტილება, ან მოეხსნა ყადაღა.

„მივიღე პირველი ინსტანციის სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლის წერილი, რომლის მიხედვითაც, რადგან  კახი კალაძე ბრალდებული არ არის, ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება“,- აცხადებს ადვოკატი.

კოალიციის ერთ-ერთი წევრის კახი კალაძის ანგარიშებს ყადაღა  26 ივლისს დაედო. აღნიშნული გადაწყვეტილება  27 ივლისს  თადუმაძემ საპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

შეგახსენებთ, რომ კახი კალაძეს, საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაუყადაღეს. ანგარიშების დაყადაღების ოფიციალური მიზეზად, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია სახელდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ღარიბაშვილი: შს სამინისტრო ძალიან ეფექტურად მუშაობდა1
"ალ-ქაედას” ლიდერმა ეგვიპტელებს უცხოელების გატაცებებისკენ მოუწოდა2
სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი იქნება3
აგვისტოდან საქართველოში ახალი მართვის მოწმობა ამოქმედდება4
მიხეილ მამიაშვილი კუდუხოვსა და ცარგუშს გამოესარჩლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X