გურჯაანის
რაიონში, სოფელ ვაჩნაძიანში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა ასი ტომარა ფქვილი და
ერთი ტონა შაქარი ჩაიტანა.
“საქპატენტის“
მიერ ჩატანილ დახმარებას რაიონის ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს დღეებში ვაჩნაძიანის
მოსახლეობას გაუნაწილებს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
დახმარების
პროცესს „საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე ხელმძღვანელობდა. იგი
დაზარალებულ მოსახლეობას პირადად შეხვდა და არსებული პრობლემების შესახებ
გაესაუბრა.
internet.ge