GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ინფრასტრუქტურისა და დასაქმების მინისტრებმა ბახმაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს
15:16 31.07.2012
დღის სიახლეები

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა და დასაქმების სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ კურორტ ბახმაროზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მისი რეაბილიტაცია მთავრობის ახალი, ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის „მეტი სარგებელი ხალხს“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ტურისტული პოტენციალის ამაღლება, სოფლის განვითარება და დასაქმებაა.

ბახმაროში 6000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები შენდება: სასტუმრო, ღია კინოთეატრი, ამფითეატრი, სპორტული მოედანი, აფთიაქები და სუპერმარკეტები. მიმდინარეობს ბავშვთა რეკრეაციული ზონის და ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა,  ასევე, ბახმარომდე მისასვლელი საავტომობილო გზის, წყლის, გარეგანათებისა და სხვა კომუნიკაციების მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების მიზნით, ბახმაროში სათხილამურო ტრასების მშენებლობაც იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ბახმარო უნიკალური კურორტია, რომელსაც სტუმრების მიღება მთელი წლის განმავლობაში შეუძლია.

ბახმაროში მიმდინარე სამუშაოებზე გურიის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდა და პროექტის მიმდინარეობის პროცესში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. კურორტის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზების საშუალება მიეცემათ და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ.

ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს და სამკურნალო ტურიზმის თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესო კურორტია.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფეთქებას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა1
ვანო მერაბიშვილი აშშ-ს უწყებათშორის დელეგაციას შეხვდა2
ფოტორეპორტაჟი: ამერიკელი სენატორები რთველში3
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაცვლილი იპოვეს4
ინფრასტრუქტურისა და დასაქმების მინისტრებმა ბახმაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X