GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მობილობის პროცედურა დაიწყო
18:22 31.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტთა მობილობის პროცედურა გამარტივდა და 2012 წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადა 1-ელი აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა.

ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა თავიანთი არჩევანი ელექტრონულ პორტალზე  უნდა დააფიქსირონ, რომელიც 1-ელი აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.eqe.ge - ამოქმედდება.

სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტექნიკურად მნიშვნელოვნად დახვეწა ელექტრონული პორტალის მუშაობა, გაამარტივა რეგისტრაციის პროცესი და შედეგად, 2012 წლის საშემოდგომო მობილობა სტუდენტებისთვის მაქსიმალურად გამარტივებული იქნება.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირადი თერთმეტნიშნა ნომრით, რომლის საშუალებითაც სტუდენტი მომხმარებლის სახელსა და პაროლს დააფიქსირებს, შექმნის შესაბამის პროფილს. არჩევანის რეგისტრაციისათვის მან სასურველი პროგრამები უნდა მონიშნოს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მობილობის მსურველს უფლება აქვს, პრიორიტეტების გათვალისწინებით, მაქსიმუმ 5 ფაკულტეტი ან პროგრამა აირჩიოს. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შეუზღუდავი რაოდენობით შეეძლებათ შეცვალონ  პროგრამები.

მობილობის მსურველ სტუდენტს, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვება მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში.

სტუდენტები მობილობაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

მობილობის გადასახადისგან თავისუფლდებიან სტუდენტები, რომელთა ოჯახებიც, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბათუმში 47–სართულიანი “ტრამპ თაუერის” მშენებლობა აღარ დაიწყება1
შსს უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას ავრცელებს2
ლალი მოროშკინა სოზარ სუბარის მრჩეველი გახდა3
სოციალურად დაუცველი პირები საცხოვრებელი ფართის მიღებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ4
პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტი შევა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X