განათლების მინისტრი კახეთში “summer job”-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა
19:28 31.07.2012
|
დღის სიახლეები
|
სტუდენტური დასაქმების პროგრამის “summer job” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სანდრო კვიტაშვილმა გურჯანიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერეს.
არქეოლოგიურ გათხრებზე თსუ-სა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ფაკულტეტების ის 20-მდე სტუდენტია დასაქმებული, რომლებიც “summer job” პროგრამის ფარგლებში ამ ვაკანსიაზე დარეგისტრირდნენ.
სტუდენტებთან შეხვედრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სასიხარულოა როდესაც სტუდენტები თავიანთი პროფილის მიხედვით არიან დასაქმებულნი და რომ შესაძლებელია სულ მალე ისინი მნიშვნელოვანი აღმოჩენის მონაწილეები გახდნენ.
კახეთის რეგიონში “summer job”-ის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოებზე 800-მდე სტუდენტია დასაქმებული.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდა და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობას საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის 25000 სტუდენტი იღებს მონაწილეობას და მათი ხელფასი 500 ლარს შეადგენს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|