GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"სითი პარკის" ახალი ჯარიმა დღეიდან ამოქმედდება
09:44 01.08.2012
დღის სიახლეები

დღეიდან ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა წესდება.

თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების 350-მდე სპეციალური ადგილი გამოიყო, სადაც  მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის მძღოლები შეძლებენ მანქანების გაჩერებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პარკირების მანიშნებელ სპეციალურ სტიკერებს მერიაში აიღებენ და შემდეგ შეუფერხებლად გააჩერებენ ავტომობილებს.

ყველა სხვა პირს, რომლის მანქანასაც პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერი არ ექნება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილი პარკირების ადგილით ისარგებლებს, ფღეიდან  ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საკონსულტაციო ოთახიც მოეწყო. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათთვის მომსახურება  რიგის გარეშე იქნება  შესაძლებელი.

"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გამოყოფილ პარკირების ადგილას, პარკირება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ავტომფლობელს გააჩნია ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაცემული სპეციალური საშვი. საშვის არქონის შემთხვევაში ავტომფლობელი დაჯარიმდება და მისი მანქანა დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანას.

პატივი ეცით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე ავტოტრანსპორტის პარკირება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საშვებს გასცემს ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, სათანადო დოკუმენტაციის წადგენის საფუძველზე.

საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, 2 წლის ვადით და საშვი უნდა იქნეს გამოყენებული იმ ავტომობილზე რომელზეც გაცემულიქნა აღნიშნული საშვი.

თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული ავტომობილზე და მოხდება ამ ავტომანქანის პარკირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებად,"- ნათქვამია "სითი პარკის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სტუდენტები აქციას თავდაცვის სამინისტროსთან გამართავენ1
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 24 სექტემბრისთვის2
ტუღუშის განკარგულებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საზოგადოებრივი საბჭო ამოქმედდება3
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო4
კოალიციის ლიდერთა შეფასებით, პრეზიდენტთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X