GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
”ლეონარდო და ვინჩი 2012” -ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დასრულდება
10:20 01.08.2012
დღის სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს, ხოლო დარეგისტრირებული პროექტების ფონდში წარმოდგენა 16 აგვისტოს დასრულდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად. წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ასევე, შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩის” შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2011 წლიდან ახორციელებს. კონკურსის მიზანია შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა-წახალისება და მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური სექტემბრის ბოლოს სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან მედლებითა და ფულადი პრემიებით. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი სასწავლო შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ექსპერტ-კრიმინალისტი: პატიმრებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის კადრები დადგმულია (VIDEO)1
მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი - „ცოცხალი თოჯინა“ სკოლაში მიდის2
აფეთქებას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა3
მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიელებს მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა4
მიხეილ სააკაშვილი: ჩუღურეთის რაიონის ყველა ქუჩის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X