საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM)
ხელმძღვანელს, ანდჟეი ტიშკევიჩს შეხვდა.
მისიის ხელმძღვანელმა
მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მონიტორების საქმიანობის შესახებ,
რომლის ერთ-ერთ ნაწილს დევნილთა მდგომარეობის მონიტორინგიც შეადგენს. მან, ასევე,
იდეებისა და ინფორმაციის გაზიარების და სამინისტროსთან არსებული წარმატებული
თანამშრომლობის გაგრძელების სურვილიც გამოთქვა.
ბატონმა ტიშკევიჩმა
ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესში მიღწეულ
წარმატებებს.
დალი ხომერიკმა სამინისტროს
მიმდინარე საქმიანობებზე, გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა და სტუმრებს
მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
Internet.ge