მართლმადიდებელი
სამყარო ილიაობას აღნიშნავს. ამ დღეს დუშეთშიც ზეიმობენ.
როგორც ცნობილია მომლოცველები ფეხით იმ გზას გაივლიან, რომელსაც დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე დუშეთში მოღვაწეობისას 9 წლის განმავლობაში
თითქმის ყოველდღე გადიოდა.
ასევე გაიმართება საზოგადოება „ილიელის“ დამფუძნებელთა სხდომა.
ყოველ 2 აგვისტოს საგურამოში დიდი
ზეიმი იმართებოდა. ილია ჭავჭავაძესთან უამრავი ადამიანი მიდიოდა, რომ ანგელოზის დღე მიელოცათ. მასპინძელი დიდ სუფრას შლიდა, ერთად კრებდა საზოგადოების ცნობილ მოღვაწეებსა და უბრალო გლეხკაცებს, თავს დასტრიალებდა მათ და არც მერიქიფეობას უკადრისობდა, ეს ხომ მისი ანგელოზის დღე იყო, დღე ელია წინასწარმეტყველის ხსენებისა.
ელია
წინასწარმეტყველი
ქრისტეს შობამდე
ცხრაასზე მეტი წლის წინ ქალაქ თეზბაში დაიბადა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო, ისრაელის 12 ტომიდან კი მხოლოდ ლევიტელებს ჰქონდათ იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურების უფლება.
Internet.ge