GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ოლიმპიადის მე-6 დღეს 18 ჯილდო გათამაშდება
10:51 02.08.2012
დღის სიახლეები

ლონდონის ოლიმპიადაზე დღეს მედლების 18 კომპლექტი გათამაშდება.

5 ოქროსმედალოსანი გამოვლინდება ნიჩბოსნობაში: აკადემიური ნიჩბოსნობა მამაკაცებს შორის როგორც წყვილებში, ისე ოთხეულში; აკადემიური ნიჩბოსნობა ქალებს შორის რვიანებში; სლალომი, წყვილნიჩბიანი (მამაკაცები); სლალომი, უორკაპო ცალნიჩბიანი (ქალები). გამარჯვებულებს დაასახელებენ ველოსპორტშიც: ველორბოლაში მედლებს ორივე სქესის წარმომადგენლები გუნდურ რბოლაში დაინაწილებენ.

დღესვე გაიმართება ფინალური შეჯიბრი ქალ სპორტულ ტანმოვარჯიშეებს შორის მრავალსაფეხურებრივ კატეგორიაში, ასევე, მამაკაცებს შორის მაგიდის ტენისში. ძიუდოში ერთმანეთს 78 კგ წონით კატეგორიაში ქალები, ხოლო 100 კგ წონით კატეგორიაში მამაკაცები გაეჯიბრებიან. ამ უკანასკნელში მონაწილეობას ქართველი ლევან ჟორჟოლიანიც მიიღებს.

მედლების 4 კომპლექტი გათამაშდება ცურვაში: 100 მეტრზე ბრასი (ქალები), 200 მეტრზე ზურგით (მამაკაცები), 200 მეტრზე კომპლექსური ცურვა (მამაკაცები), 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვა (ქალები). სროლაში, დაბლ-ტრაპში გამარჯვებულებს გამოავლენენ მამაკაცები, მშვილდოსნობაში კი - ქალები. მანდილოსნების შეჯიბრი გაიმართება ფარიკაობაშიც, რაპირაში.

გასული 5 დღის შედეგით, მედლების ოდენობით პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, რომელმაც 17 ოქროს მოპოვება შეძლო (სულ - 30), მეორეზეა აშშ 12 ოქროთი (სულ - 29), მესამე პოზიციაზე კი სამხრეთ კორეა მოთავსდა 6 ოქროს მედლით (სულ - 12). მასპინძელი ქვეყანა მე-11 ადგილზეა, საქართველო კი - მე-19 პოზიციაზე, 1 ოქროს მედლით.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: პრეზიდენტის შეხვედრა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან1
რუსები აფხაზეთში ტანკ ტ-90-ის ეკიპაჟებს ამზადებენ2
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს3
ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის4
ბიძინა ივანიშვილი „Millennium Challenge Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X