საქართველოში წვრთნებზე მყოფი ლატვიელი კაპრალი ორგანიზმის გადახურების შედეგად გარდაიცვალა
საქართველოში წვრთნებზე
მყოფი ლატვიელი კაპრალი ორგანიზმის გადახურების შედეგად საავადმყოფოში გუშინ
გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "bnn-news"–ი
აქვეყნებს.
ლატვიის შეიარაღებული
პირველი ქვეითი ბატალიონის კაპრალი, იანის ვოიტკევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა
25 ივლისს გაუარესდა. ის ჯერ გორის საავადმყოფოში, 27 ივლისს კი გერმანიის სამხედრო
ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ლატვიელი სამხედრო
საქართველოში სწავლებებს 2006 წლიდან ახორციელებდა. მას მიღებული ჰქონდა
ჯილდო დამსახურებული სამსახურისთვის.
ამჟამად მიმდინარეობს
შიდა გამოძიება.
მომხდართან
დაკავშირებით ლატვიის პრეზიდენტმა და თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული კაპრალის
ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.
internet.ge