წყალმა 12-მეტრიანი ვეშაპი სიდნეის ჩრდილოეთ ნაწილში, ნიუპორტ ბიჩის
პლაჟზე გამორიყა.
ვეშაპების სამაშველო და კვლევითმა ორგანიზაციამ დამსვენებლები
გააფრთხილა, რომ ვეშაპს არავინ მიკარებოდა, რამდენადაც მისი სიკვდილის მიზეზი ჯერ
უცნობია და ირგვლივ, შესაძლოა, საშიში ბაქტერიები იყოს გავრცელებული.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ვეშაპს ისევ წყალი წაიღებს, წინააღმდეგ
შემთხვევაში მათ საკმაოდ მძიმე ამოცანა ექნებათ შესასრულებელი, რადგან რამდენიმე
ტონიანი ვეშაპის წყლიდან ამოყვანა იოლი არ იქნება.
internet.ge