“ქართუ
ბანკის“ პრეზიდენტი ბანკის ყოფილი დროებითი მმართველის ვლადიმერ უგულავასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის ირაკლი ზარქუას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
როგორც ჯავახიშვილმა „ინტერნეტ.ჯი“-ს
განუცხადა, შესაბამისი განცხადება პროკურატურაში დღეს შეიტანა.
ჯავახიშვილი ირწმუნება, რომ ბანკის დროებითმა მმართველობამ 4
დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებები კანონის დარღვევით
გააფორმა.
„ფაქტია, რომ ბანკის დროებითმა მმართველობამ სესხები პროცედურული
ნორმების დარღვევით გასცა, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ. დაირღვა "ბანკი
ქართუს" სესხების გაცემის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით
დადგენილი პროცედურული ნორმები. რადგან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია
ბანკი ვალდებულია აღნიშნულ კომპანიაზე 50
მლნ დოლარის სესხი 31 ივლისამდე გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიკვიდობის კოეფიციენტი დაირღვევა, რის
შემდეგაც ჩემი ვარაუდით "ქართუ
ბანკში" ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევა“,- აცხადებს „ქართუს“
გენერალური დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს
შუამდგომლობა სს "ქართუ ჯგუფი"-ს აქციათა 100%-ის და სს "პროგრეს
ბანკი"-ს აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე 12 ივლისს
დააკმაყოფილა.
შესაბამისად, აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად,
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა
დაინიშნა, რომელიც „ქართუ ბანკს“ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდამდე
ხელმძღვანელობდა.
internet.ge