მეცნიერები იუწყებიან,
რომ შობადობის არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2050 წლისთვის დედამიწას
შიმშილი და ეკოლოგიური გადატვირთვა ემუქრება.
ენერგეტიკული კრიზისის
თავიდან ასარიდებლად, სახელმწიფოებს რესურსების გაერთიანება სჭირდებათ. როგორც
რუსეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი აბდალოვი
აცხადებს, საერთაშორისო თანამშრომლობა ენერგორესურსების მოპოვებასა და
გამოყენებაზე უკვე არსებობს: სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს OPEC და ამისთვის
არსებობს კვოტები ნავთობის მოპოვებაზე.
დედამიწის გადატვირთვის
თავიდან ასაცილებლად, მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის კონტროლი და იმ ტერიტორიების
ათვისება მოუწევს, რომლებიც ჯერ დაუსახლებელია. იაპონიისა და ჰოლანდიის მაგალითი
აჩვენებს, რომ შესაძლებელია ზღვისთვის ტერიტორიების „ჩამორთმევა“ და მათზე
დასახლებული პუნქტების გაშენება.
internet.ge