როგოზინის კაბინეტში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმა მზადდება-
აღნიშნული განცხადება პარტიის სათაო ოფისში „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდრმა
ბაჩუკი ქარდავამ გააკეთა.
მისი თქმით, მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ საქართველოს საზღვრებზე
რუსული ჯარის მობილიზება იგეგმება.
„გვინდა გავაფრთხილოთ საზოგადოება, რომ მაქსიმალურად მივაქციოთ
ყურადღება იმ გადაადგილებებს, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ხდება“,-
განაცხადა ქარდავამ.
მისივე განცხადებით, ქართული პოლიტიკური პარტიების ნაწილი რუსეთის საქართველოში
შემოჭრის საბაბს ამზადებს.
ქარდავას ვარაუდით, „ქართული
ოცნების“ აქტივისტები ქუჩებში მოსახლეობასთან საუბარში აცხადებენ, რომ თუ
არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება, ქუჩაში გამოვლენ, ხოლო თუკი
ხელისუფლება მათ დარბევას შეეცდება, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს საზღვრებთან
მობილიზებული რუსეთის ჯარი დაეხმარება.
internet.ge