ყირიმში წყალდიდობაა, წუხელ დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმამ რამდენიმე სოფელი დატბორა.
წყლის დონე ერთ მეტრს აღემატებოდა, რის გამოც დაზიანდა მიწის ნაკვეთები და
საცხოვრებელი სახლები.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს, თუმცა გაზეთ
„სეგოდნიას“ ცნობით წვიმა ისევ გრძელდება და მოსახლეობა უარესის მოლოდინშია.
სოფელ კრასნაია პოლიანაში 86 სახლი საცხოვრებლად უკვე უვარგისია.
ანალოგიური მდგომარეობაა ვნუკოვოშიც, სადაც 24 სახლია დატბორილი.
internet.ge