მიხეილ სააკაშვილი: ბათუმი ევროპული მასშტაბის საგანმანათლებლო ცენტრი გახდება
15:47 02.08.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ბათუმში დასაქმების სააგენტოს ესტუმრა, მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო და სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ადამიანების დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია სულ უფრო მეტი ადამიანი იყოს დაკავებული.
მისი თქმით, ბათუმში ამერიკული უნივერსიტეტი გაიხსნება და ეს ქალაქი ევროპული მასშტაბის საგანმანათლებლო ცენტრი გახდება.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, არის სამუშაო ადგილები, სადაც კარგი კადრები სჭირდებათ, ამიტომ უნდა მოხდეს მოსახლეობის გადამზადება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|