დღეს, სამების
საკათედრო ტაძარში, ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ საეკლესიო
ლიტურგიაზე, ქადაგების დროს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.
როგორც სიგელში წერია,
აღნიშნული ჯილდო მინისტრს ერისა და ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
გადაეცა.
რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ეს ჯილდო უდიდესი პატივთან
ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა და ღვთისა და ერის წინაშე კიდევ უფრო მეტი
სასიკეთო საქმის კეთების სტიმულია.
internet.ge