GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რობერტო კარლოსმა კარიერა დაასრულა
16:05 02.08.2012
დღის სიახლეები

ბრაზილიელმა მცველმა რობერტო კარლოსმა ოფიციალურად დაასრულა საფეხბურთო კარიერა. ამის შესახებ ფეხბურთელმა „ამკართან“ მატჩის წინ განაცხადა.

„რობერტო მსოფლიო კლასის ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, ის აღარ ითამაშებს. ნებისმიერი პროფესიონალი ოდესმე ამთავრებს კარიერას. ამიერიდან კარლოსი აქტიურად ჩაერთვება „ანჟის“ განვითარების საქმიანობაში,“ - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა.

„იტარ-ტასის“ ცნობით, ცნობილი ბრაზილიელი მცველის საპატივცემულოდ გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება, რომელშიც მადრიდის „რეალი“ მახაჩყალის „ანჟის“ დაუპირისპირდება. კარლოსის თქმით, ამასთან დაკავშირებით იგი უკვე შეხვდა სამეფო კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს. მატჩის ჩატარების დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავად ბრაზილიელს მისი გამართვა მახაჩყალაში სურს.

რობერტო კარლოსმა ბრაზილიის ნაკრების მაისურით 125 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე - 1998, 2002 და 2006 წლებში. იგი გამოდიოდა იტალიურ „ინტერში“, ესპანურ „რეალსა“ და თურქულ „ფენერბახჩეში“. 39 წლის მცველი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ევროპის სუპერთასის მფლობელია, „ანჟიში“ 2011 წლის თებერვალში გადავიდა, პირველი მატჩი კი მარტში ჩაატარა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს ასახელებს1
თელავში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ოფისი გაქურდეს2
77 ადამიანის მკვლელ ბრეივიკს ეშინია რომ მოკლავენ3
ბობოხიძე: ერთიანობის გადარჩენა ერთი კაცის ხელშია, ეს არის სააკაშვილი4
თინა ხიდაშელი ირწმუნება, რომ ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილ გურჩიანს არ ბლოკავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X